horsetours
2 დღიანი საცხენოსნო ტური პანკისში
მარტიდან ნოემბრამდე
424 USD
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
  • “2
2 დღიანი საცხენოსნო ტური პანკისში
მარტიდან ნოემბრამდე
424 USD

აირჩიეთ სერვისი :

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე

  • სირთულე: საშუალო
  • ცხენით გასავლელი მანძილი: 30 კმ
  • დღეების რაოდენობა: 2
  • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება და ცხენები
  • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში
  • ტურის ოპტიმალური დროა 01 მარტი - 30 ნოემბერი

ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.

საცხენოსნო ტური დამწყები დონის მხედრებისთვის პანკისის ხეობაში.

ტური იწყება თბილისში 08:00 საათზე. ტრანსპორტირება პანკისში, სოფელ ბირკიანში, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში. 

პანკისი მდებარეობს კახეთის მთავარი მდინარის ალაზნის ხეობაში. მოიცავს ტბათანას, ხადორის ხეობასა და სპეროზას ქედს, რომელიც თუშეთის ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია. პანკისის ტერიტორია მდიდარია ენდემური და იშვიათი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. იგი გამორჩეულია ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით.

თბილისიდან 150 კმ სავალი გზაა. ტურის დაწყების წინ ჩატარდება ვარჯიში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

პირველი დღის მარშრუტი მდინარე ალაზნის ნაპირს მიუყვება და ტბათანაში ადის. ტბათანა გამორჩეულია თვალწარმტაცი ხედებითა და ულამაზესი მზის ჩასვლით. ღამე კარვებში დავრჩებით.

მეორე დღეს დავათვალიერებთ ტბათანის მიდამოებს, გავეცნობით ადგილიობრივი მოსახლეობისა და მწყემსების ყოფით ცხოვრებას, გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს და დავბრუნდებით სოფელ ბირკიანში. ბირკიანიდან მანქანით დავბრუნდებით თბილისში. 

რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია დამწყები მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.

საცხენოსნო ტურის ფასები:

  • 1060 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
  • 1230 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
  • 1570 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე

  •  
  •  
  • ​​​​​​​

პოპულარული ტურები