×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    ჩვენ შესახებ

    2021 წლის სექტემბერში 1000 კილომეტრიანი ტრანსკავკასიური მარშრუტის გავლის დროს, რაც გულისხმობდა საქართველოს კავკასიონის გადაკვეთას უკიდურესი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებდა საცხენოსნო ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მარშრუტის გავლის შემდეგ შევქმენით horsetours.ge და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საცხენოსნო გამყოლებთან და რანჩოებთან. იდეის გაჩენიდან 2 თვეში გავუშვით სატესტო ვერსია და ეტაპობრივად ვამატებდით ყველა საცხენოსნო ტურს, რომელიც აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს.

    ჩვენი კომპანიის ძირითად მიზანთან ერთად, რაც გულისხმობს ყველა შესაძლო საცხენოსნო ტურის გაციფრულებას საქართველოს მასშტაბით და საქართველოს პოზიციონირებას, როგორც საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებას რეგიონში დავისახეთ ამოცანები, რომლებმაც უნდა მიგვიყვანონ მთავარ მიზნამდე. პირველი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით იყო სეზონურობა. დღეს ჩვენს პლატფორმაზე ნახავთ საცხენოსნო ტურებს, რომლებიც მორგებულია წელიწადის ყველა სეზონზე, რაც ცხენით გასეირნების მოყვარულებისთვის დიდ კომფორტს ქმნის.

    საცხენოსნო ტურიზმში უამრავი გამოწვევაა, ერთ-ერთი მათგანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გაციფრულება და ელექტრონული კომერცია. ჩვენი პლატფორმაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ელექტრონულ კომერციაზე გადასვლითა და გაციფრულებით საცხენოსნო ტურებს უფრო მეტად ხელმისაწვდომს ვხდით ფართო აუდიტორიისთვის. საცხენოსნო გამყოლებსა და რანჩოებს, შესაძლებლობა აქვთ თავიანთი სერვისი და მომსახურება სრულიად უფასოდ განათავსონ პლატფორმაზე და დამატებითი შემოსავლები მიიღონ, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ მარკეტინგული აქტივობებითა და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი წვდომით.

    მომხმარებლებს ვთავაზობთ  - მარტივ ფუნქციონალს, დაჯავშნის მარტივ სისტემას, გადახდების მრავალფეროვან მეთოდს, მათ შორის განვადებითა და კრიპტო ვალუტით შეძენას, საცხენოსნო ტურების მრავალფეროვან არჩევანს, მომსახურების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხო მოგზაურობას.

    ჩვენი გუნდი აერთიანებს ყველა საჭირო თეორიულ, თუ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს პლატფორმის წარმატებით ფუნქციონირებას. გუნდი დაკომპლექტებულია ტურიზმის, საცხენოსნო ტურიზმისა და ელექტრონული კომერციის სპეციალისტებით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ პროდუქტის განვითარებაზე.

    ჩვენი კომპანია გამორჩეულია უშუალოდ საცხენოსნო ტურიზმზე ორიენტირებით. გვაქვს მხოლოდ ერთი მიმართულება, იდეა და მიზანი, რომელსაც მუდმივად ვავითარებთ და გვჯერა, რომ მოგზაურობა ცხენით უკეთესია.