×
  • horsetours

    5 დღიანი საცხენოსნო ტური ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

    666.66

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 100 კმ
    • დღეების რაოდენობა: 5
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში

    ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.

    საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის ვაშლოვანის ეროვნულ პარკში.

    ტური იწყება თბილისში 08:30 საათზე. ტრანსპორტირება ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში.

    დაცული ტერიტორიები მდებარეობს კახეთის ორ მთავარ მდინარეს, იორსა და ალაზანს შორის, მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებს და ეროვნულ პარკს. პარკის ტერიტორია მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს 62 სახეობის ძუძუმწოვარი და 135 სახეობის ფრინველი.
    თბილისიდან 200 კმ სავი გზა, გზის ბოლო 20 კმ შირაქ-ელდარის მინდვრებზე გადის.
    ტურის დაწყებამდე ჩატარდება ვარჯიში დაახლოებით 15-20 წუთს განმავლობაში.

    პირველი დღის მარშრუტი გადის შირაქის ზამთრის საძოვრებზე, სადაც შევხვდებით მწყემსების ბინებს, ხორბლისა და ქერის მინდვრებს და მთავრდება ვაშლოვანის ეროვნული პარკის ულამაზესი ხედებით. ღამე კარვებში დავრჩებით.

    მეორე დღის მარშრუტი გრძელდება მთის ქედზე და ეშვება მდინარე ალაზნის ნაპირამდე, სადაც არის ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და საბანაკე ადგილი.

    მესამე დღის მარშრუტი მიდის ხეობაში, სადაც ლანდშაფტი ყოველ წუთს იცვლება და ირგვლივ მისტიურ გარემოს ქმნის.

    მეოთხე დღის მოგზაურობა აზერბაიჯანის საზღვართან გრძელდება. გზად გვექნება შესაძლებლობა, უსაზღვრო მდელოებზე ვაჭენოთ ცხენები და ვნახოთ ქურციკები.

    მეხუთე დღეს ავდივართ ქედზე ვაშლოვანის ეროვნული პარკის ულამაზესი ხედებით. დღის ბოლოს ცხენებს მათ საძოვრებზე წავიყვანთ და თბილისში დავბრუნდებით.

    ტურის განმავლობაში გვეყოლება მანქანა, რომელიც საჭირო ნივთების ტარების გარდა, დაღლილ მხედრებსაც მოემსახურება.

    მსგავსი ტურები