horsetours

ბლოგი

Sample image
ცხენების შესახებ  - 2021-12-23
ცხენის სხეულის ენა

ცხენები სიტყვებს ნამდვილად არ ამბობენ, მაგრამ თავისი გამორჩეული სხეულის ენით ძალიან მარტივია მათთან საუბარი.
თვალები, ყურები, ტუჩები, კანი, კიდურები და კუდი, სხეულის ის ნაწილებია რომლითაც ცხენი განწყობას, ტკივილს და ემოციას გამოხატავს. ცხენებთან ურთიერთობა და დაკვირვება კი აუცილებლად დაგეხმარებათ მათი ენის შესწავლაში.
პირველ რიგში დავიწყოთ ყურებით. ცხენის ყურები ისევე როგორც კიდურები ძალიან მგრძნობიარე ნაწილებია, რაც განპიროებულია ნერვული დაბოლოებებით. თუ კი, ცხენმა ყურები უკან გადაცქვიტა ნიშანია იმის, რომ არ მოსწონს მის გარშემო არსებული ქცევა, იქნება ეს ადამიანის, ცხენის თუ სხვა რომელიმე ცხოველის მიერ გამოწვეული. ასეთ დროს ცხენის მხრიდან მოსალოდნელია თავდაცვითი მოქმედებები ისეთები როგორიცაა კბენა, წიხლი, ან ტორის დარტყმა. ზოგიერთ ცხენს ადამიანის მიახლოებისას ახასიათებს ყურების უკან გადაცქვეტა და თავის წინ გაწევა, რადგან არ სურს მოსალოდნელი უნაგირის დადგმა ან შეჯდომა, ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილით ცხენის მხრიდან მოსალოდნელი თავდაცვითი ქმედება. 
იმ შემთხვევაში, თუ ცხენით მგზავრობთ, ან სეირნობთ და თქვენს უკან ცხენოსანი მოდის ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხენის ყურებს, რადგან უკან მომავალი ცხენოსნის ახლოს მოსვლის შემთხვევაში, ისეთ მანძილზე რამაც შესაძლოა თქვენს ცხენს დისკომფორტი შეუქმნას მოსალოდნელია მისი მხრიდან წიხლის გაქნევა უკან მომავალის მიმართულებით, რაც ხშირ შემთხვევაში ცხენოსნის დაზიანებით სრულდება. თქვენი ცხენი ყურების უკან გადაცქვეტითა და თავის მკვეთრი მოძრაობით უშვებს გამაფრთხილებელ სიგნალს უკან მყოფი ცხენის მიმართ, რომელსაც დიდი ალბათობით ის ცხენი ვერ შეამჩნევს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ლაგამის მკვეთრი მოძრაობით და დეზის მსუბუქი შემორტყმით უკან მომავალ მხედარს თავიდან აარიდოთ მოსალოდნელი დაზიანება.
ცხენს შეუძლია კანის მკვეთრი მოძრაობა სხეულის ნებისმიერ წერტილში, რაც მწერებისგან თავდაცვის მიზნით გამოუმუშავდა. იმ შემთხვევაში, თუ ცხენს ეხებით, ეფერებით ან მის კანზე არსებულ დაზიანებას ამოწმებთ და კანის მკვეთრი მოძრაობა დაიწყო უმჯობოსია შეწყვიტოთ მის კანზე შეხება, თუ კი რამე სახის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.


თუ შეამჩნიეთ, რომ ცხენი კოჭლობს და არ აღენიშნება არანაირი ზედაპირული დაზიანება ან შესიება, აუცილებლად კიდურის მთელ სიგრძეზე ხელით უნდა მოსინჯოთ და იპოვოთ კოჭლობის მიზეზი. როდესაც ხელით იმ ადგილს შეეხებით, რის გამოც კოჭლობს ცხენი აუცილებლად გააკეთებს მკვეთრ მოძრაობას, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ფეხის ზემოთ აწევით ან ნაბიჯის გადადგმით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ზედაპირული დათვალიერებით ვერ შეძელით დაზიანების აღმოჩენა საჭიროა ჩლიქის შემოწმება სამედიცინო ჩაქუჩით ან მსგავსი ინსტრუმენტით, მასზე მსუბუქი დარტყმით ყველა მხრიდან. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ სხეულის ტემპერატურას. არის შემთხვევები, როდესაც პირველადი დათვალიერებით დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ ჩლიქი, ან რომელიმე ნაწილი გახურებულია იგივე კიდურის სხვა ნაწილთან შედარებით.
ყურების დაცქვეტა, თავის ზემოთ აწევა და ერთ ადგილას გაშეშება ნიშანია იმის, რომ რაღაცამ ცხენის ყურადღება მიიპყრო, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის მხედველობისთვის და სმენისთვის შეუმჩნეველი მოძრაობა, ან ხმაური და ცხენის ასეთი ქცევა გაფრთხილებად უნდა მიიღოთ.
ცხენით მგზავრობისას, ან ჭენების დროს, თუ შეამჩნევთ, რომ ცხენის კისერი და თავი ტანთან შედარებით ქვემოთ არის დახრილი ნიშანია იმის, რომ ცხენი გადაღლილია და საჭიროებს დასვენებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუნთქვა არ აქვს გახშირებული.
არის შემთხვევები, როდესაც ცხენს ცხვირიდან სისხლი წამოუვა, რაც ზედმეტი ჭენებისგან და გადახურებისგან არის გამოწვეული და აუცილებლად უნდა დაასვენოთ. ეს ერთი მხრივ კარგიც კი არის, რადგან თავიდან იქნა აცილებული წნევის აწევისგან ცხენის წაქცევა და სიკვდილი. იმ შემთხვევაში, თუ ცხენი ჭენებისგან და გადახურებისგან წაიქცა და ადგომას ვეღარ ახერხებს, იმ შემთხვევაში, თუ თან არ გაქვთ შესაბამისი სამედიცინო საშუალებები, აუცილებლად უნდა დაუსეროთ კანი ისე რომ სისხლი წამოუვიდეს. თუ ბასრი საგანი არ გაქვთ, მაშინ ჯოხი ან სხვა რამე წვრილი და გრძელი ნივთი უნდა შეუყოთ ნესტოში სისხლის გამოდენის მიზნით. ეს ერთადერთი საშუალებაა ცხენის გადარჩენისთვის.
“შარდის შეხუთვა” ერთერთი ცუდი და მომაკვდინებელი შემთხვევა, რაც მხოლოდ ადამიანის დაუდევრობით შეიძლება იქნას გამოწვეული. ასეთ დროს ცხენს უჭირს მოშარდვა, ან საერთოდ ვეღარ ახერხებს ამას, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ულაყს, ან იაბო (დააკოდილი მამალი ცხენი) ცხენს შეიძლება დაემართოს, დიდ მანძილზე გადაადგილების დროს, (ფაშატ ცხენს მსგავსი პრობლემა არ აწუხებს). მგზავრობის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ ორ საათამდე შუალედში აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, ჩამოხვიდეთ ცხენიდან, გამოუღოთ ლაგამი ბალახის მოძოვის მიზნით და დაელოდ სანამ ცხენი არ მოშარდავს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააგრძელოთ გადაადგილება,  რათა თავიდან იქნას აცილებული “შარდის შეხუთვა”. პირველი შესვენებიდან მეორე შესვენებამდე დრო შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი და ცხენის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 
ჭიხვინი, ხვიხვინი, ფრუტუნი და სტვენის მაგვარი ხმა, რომელსაც მხოლოდ ულაყი გამოსცემს არის, ცხენის განსხვავებული ტონალობისა და ჟღერადობის ხმები. თითოეულ მათგანს სიტუაციის მიხედვით იყენებს. ჭიხვინს უფრო ხშირად დაძახების ნიშნად იყენებს. ჭიხვინით შეუძლია ცხენების მოძებნა დიდ მანძილზე, რადგან, როგორც წესი სხვა ცხენებიც ჭიხვინითვე უპასუხებენ და მხოლოდ სუნით არ მოუწევს მათ

 

ტოპ სტატიები

ბლოგი

ტოპ სტატიები