×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    საათობრივი საცხენოსნო ტური სოფელ ფერმაში

    16.66

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • მარშრუტის სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 5 კმ
    • ხანგრძლივობა: 2 საათი
    • ტური ხელმისაწვდომია წლის განმავლობაში

    საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის სოფელ ფერმაში.

    ტური იწყება სოფელ ფერმაში, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალ გზაზე. რანჩოში დაგხვდებიან ადგილობრივი, თუშური ჯიშის ცხენები, რომლებიც გამოირჩევიან სიძლიერითა და უდიდესი ენერგიით.

    ტური განკუთვნილია ყველა დონის მხედრისთვის. ტურის დაწყებამდე გამოცდილი საცხენოსნო გიდი გაგაცნობთ დეტალურ ინსტრუქციებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ცხენზე ჯდომისას. 

    გზად, შეიგრძნობთ ავთენტურ სოფლის ცხოვრებასა და რიტმს. საშუალება გექნებათ რომ გააჭენოთ თვალუწვდენელ მდელოებში.

    ტურის დასასრულს, შეგეძლებათ განიტვირთოთ მყუდრო რანჩოში და მიირთვათ ფინჯანი გემრიელი ყავა ან ჩაი. ეს ტური არ არის მხოლოდ ცხენებით გასეირნება, ეს არის შესაძლებლობა გახდეთ ბუნების ნაწილი და განიცადოთ სოფლის ცხოვრების ხიბლი.

    შემოგვიერთდით დაუვიწყარ ტურში, რომელიც აერთიანებს ცხენოსნობის მღელვარებას და საქართველოს სოფლის სიმშვიდეს.

    5-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    1 საათიანი საცხენოსნო ტური:

    • 40 ლარი ერთი ადამიანისთვის მხოლოდ ცხენტური ტრანსპორტირების გარეშე
    • 90 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 2 ადამიანზე
    • 80 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 70 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 4 ადამიანზე

    2 საათიანი საცხენოსნო ტურები:

    • 70 ლარი ერთი ადამიანისთვის მხოლოდ ცხენტური ტრანსპორტირების გარეშე
    • 120 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 2 ადამიანზე
    • 110 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 110 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 4 ადამიანზე

    მსგავსი ტურები