×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    1-4 აგვისტო 4 დღიანი საცხენოსნო ტური თუშეთში

    776 | - 16% | 928

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    აღმოაჩინე თუშეთის ისტორიული ბილიკები

    ტურის დეტალები:

    • სირთულე: საშუალო
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 40 კმ
    • დღეების რაოდენობა: 4
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში
    • შესაფერისია საშუალო დონის მხედრებისთვის
    • ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე

    ტურის მთავარი მომენტები:

    დღე 1: გამგზავრება თბილისიდან შენაქოში

    • გამგზავრება თბილისიდან თუშეთის სოფელ შენაქომდე
    • ცხენების გაცნობა და საწყისი ორიენტაცია
    • ღამისთევა შენაქოში

    დღე 2: სანარეს უღელტეხილი და პირიქითის ხეობა

    • ბილიკი ადის სანარეს უღელტეხილზე (2500), რომელიც დაფარულია ტყით
    • შემდეგ ეშვება და მიუყვება პირიქითის ხეობას. გზად მოვინახულებთ თუშეთის ისტორიულ სოფლებს
    • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში

    დღე 3: სოფელი ფარსმა და ნაყაიჩოს უღელტეხილი

    • ბილიკი მიუყვება მდინარის ნაპირს სოფელ ფარსმამდე
    • შემდეგ ადის ნაყაიჩოს უღელტეხილზე (3000) და გრძელდება მაკრატელას ქედის გასწვრივ, რომელიც ულამაზესია თავისი თვალწარმტაცი პანორამული ხედებით
    • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, რომელიც ძალიან მყუდრო და მშვიდი ადგილიზე მდებარეობს

    დღე 4: კესელოს ციხე და დაბრუნება

    • ისტორიული კესელოს ციხის კომპლექსის მონახულება
    • თბილისში დაბრუნება მანქანით
    • დასამახსოვრებელი გამოცდილების დასასრული

    რეკომენდაცია

    • ტური განკუთვნილია გამოცდილი მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 1940 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
    • 2320 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 3080 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე
    ტურის დეტალური აღწერა

    მსგავსი ტურები