×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    5 დღიანი საცხენოსნო ტური კახეთში

    1533.33

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: საშუალო
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 80 კმ
    • დღეების რაოდენობა: 5
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში.
    • ტურის ჩატარების პერიოდი: 01.07 – 20.09

    საცხენოსნო ტური  გამოცდილი მხედრებისთვის.
    ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი კახეთში. სოფელ ლეჩურიდან ვაგრძელებთ ტურს ცხენებით.

    პირველი დღის ბილიკი ტყით დაფარულ ქედზე ადის და ღამე კარვებში დავრჩებით.

    მეორე დღის ბილიკი ადის მთაზე და კვეთს უღელტეხილს (3145). ამ დღეს შეხვდებით კავკასიონის მთებს თავისი სილამაზით. ბანაკი საოცარია თავისი ხედებით.

    მესამე დღეს ჩვენი გზა გრძელდება და ავდივართ მეორე უღელტეხილზე (3020), სადაც თუშეთის რეგიონი იწყება თავისი თვალწარმტაცი სილამაზით. ამ დღეს ვნახავთ სამყირნეს ულამაზეს ტბას და გავეცნობით როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ მწყემსები თავიანთ ნახირებთან ერთად, 

    მეოთხე დღე ბოლო დღეა ცხენებით და მივალთ საოჯახო სასტუმროში სოფელ შენაქოში, მანამდე კი გადავაკვეთთ კიდევ ერთ უღელტეხილს (2600) საიდანაც გექნებათ საშუალება ნახოთ თუშეთის 10 სოფელი.
    ტურის ბოლო დღეს ვნახავთ კესელოს ციხის კომპლექსს და მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

    რეკომენდაცია - ტური განკუთვნილა გამოცდილი მხდრებისთვის და მათთვის ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში სასიარულოდ

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 3040 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
    • 3680 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 3040 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე
    ტურის დეტალური აღწერა

    მსგავსი ტურები