×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    6 დღიანი საცხენოსნო ტური ხევსურეთი - თუშეთი

    2541.66

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: საშუალო
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 80 კმ
    • დღეების რაოდენობა: 6
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში

    ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე

    საცხენოსნო ტური საშუალო დონის მხედრებისთვის.

    ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი ხევსურეთში. სოფელ შატილიდან მოგზაურობას ვაგრძელებთ ცხენებით.

    მეორე დღის ბილიკი გადის ხევსურეთის ღრმა ხეობაში და მიუყვება მდინარის ნაპირს. დღის განმავლობაში მოვინახულებთ უძველეს და ისტორიულ სოფლებს, ღამეს კი ხიდოტანზე კარვებში გავათევთ.

    მესამე დღის ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს და ადის აწუნთას უღელტეხილზე (3500), ყველაზე მაღალ უღელტეხილზე, რომლის გადაკვეთაც შესაძლებელია ცხენებით. ბილიკი ეშვება თუშეთის ეროვნულ პარკში, გრძელდება ხეობაში და პერიოდულად კვეთს მდინარეს, თუმცა მდინარის ცხენებით გადაკვეთა ძალიან ადვილია. დღის ბოლოს კარვებში დავრჩებით.

    მეოთხე დღეს ბილიკი უმეტესად მთის ფერდობზე გადის და ვიწრო ხეობით მიემართება თუშეთის სოფლებისკენ. გზად ვხვდებით მეცხვარეებსაც, რომლებიც საზაფხულო საძოვრებზე ცხვარს მწყემსავენ და თუშურ გუდის ყველს ამზადებენ. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

    მეხუთე დღეს, გზად მოვინახულებთ თუშეთის ისტორიულ სოფლებს, შემდეგ ავალთ სანარეს უღელტეხილზე (2500), რომელიც დაფარულია ფიჭვნარით და ჩავალთ სოფელ შენაქოში. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
    ბოლო დღე დავემშვიდობებით ცხენებს, დავათვალიერებთ კესელოს ციხის კომპლექსს და მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

    რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია გამოცდილი მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 4040 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
    • 4870 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 6100 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე

    ტურის დეტალური აღწერა

    მსგავსი ტურები