×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    საცხენოსნო ტური დუშეთში

    45.83

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 5 კმ
    • ხანგრძლივობა: 1 საათი
    • ტური ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში

    გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს ყველა დონის გამოცდილების მხედრისთვის.

    ცხენოსნობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს პატარა ქალაქ დუშეთის მიმდებარედ, ეს განსაკუთრებული ტური დაუვიწყარი შტაბეჭდილებებით დაგტვირთავთ .

    ტრანსპორტირების შეკვეთის შემთხვევაშ მანქანა მოვა თქვენს მისამართზე თბილისში და მიგიყვანთ რანჩოში, სადაც დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი და კვალიფიციური გიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს საინტერესო და უსაფრთხო ტურს თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

    საცხენოსნო ბილიკი მდებარეობს ღია მინდვრებში და ტყის მასივში, რომელიც დაფარულია ულამაზესი ხეებით და აღმოჩნდებით ბუნების შუაგულში. მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და გექნებათ შესაძლებლობა თქვენი გრძნობები და ემოციები ცხენებს გაუზიაროთ , შემდეგ კი ჩვენი მძღოლი დაგაბრუნებთ თქვენს მისამართზე.

    ლანჩის შეკვეთა შეგიძლიათ რანჩოს კაფეში.

    საცხენოსნო ტურის ფასი:

    • 70  ლარი საცხენოსნო ტური
    • 190 ლარი საცხენოსნო ტური ტრანსპორტირებით
    • 130 ლარი საცხენოსნო ტური ტრანსპორტირებით ჯგუფში 2 ადამიანისთვის
    • 110  ლარი საცხენოსნო ტური ტრანსპორტირებით ჯგუფში 3 ადამიანისთვის
    • 100  ლარი საცხენოსნო ტური ტრანსპორტირებით ჯგუფში 4 ადამიანისთვის

    მსგავსი ტურები