1 დღიანი ტური თრიალეთის ქედზე
130.76აირჩიეთ სერვისი :
დეტალური აღწერა:
ჯგუფის ზომა: 1-12 ადამიანი (12 ადამიანზე მეტი ინდივიდუალური შეთავაზება)
ტურის ხანგრძლივობა: 8-10 საათი
განრიგი: დაწყება თბილისიდან 7 საათზე, 9 საათზე, 11 საათზე ან 13 საათზე სურვილისამებრ
ტური მოიცავს: ორმხრივი ტრანსფერი, 3-4 საათიანი გასეირნება ცხენებით, საუზმე ჩაით/ყავით, ვახშამი BBQ და სხვა კერძები.
სპეციალური შეთავაზება:
ინდივიდუალური პაკეტები ოჯახებისთვის და დიდი ჯგუფებისთვის,
30%-40% ფასდაკლება 7-12 წლამდე ბავშვებისთვის
1 დღიანი საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის წლის ნებისმიერ დროს.
ტურის აღწერა:
ჯგუფის აყვანა თბილისში და ტრანსფერი თრიალეთის ქედზე მდებარე რანჩოში, ქალაქიდან 45 კმ-ის სავალი გზა, გზის ბოლო 7 კმ არის გრუნტი.
წახემსება ჩასვლისას, ჩაი/ყავა.
ცხენების მომზადება, სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროცესში.
დამწყები მხედრებისთვის ჩატარდება საწყისი ვარჯიში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, ქართულ/ინგლისურ/რუსულად მოლაპარაკე ინსტრუქტორებთან ერთად.
ბილიკით გასეირნება მინდვრების, ტყეების და მთების გასწვრივ გიდების თანხლებით. საშუალო და მაღალი დონის მხედრები გადიან 3-4 საათიან მარშრუტს საწყისი ვარჯიშის გარეშე.
დაბრუნება რანჩოში.
სადილი და ტრანსფერი თბილისში.