×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
  • horsetours

    1 დღიანი საცხენოსნო ტური საოცრებათა ქვეყანაში

    73.91

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 10 კმ
    • დღეების რაოდენობა: 1
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, გიდის მომსახურება და ცხენები
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში
    • ტური ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში

    ფასი დათვლილია ჯგუფში 3 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.

    საცხენოსნო ტური დამწყები დონის მხედრებისთვის გარდაბნის ეროვნულ პარკში.

    ეს არის ერთერთი გამორჩეული ტური, რომელიც ცხენით გასეირნების მსურველებისთვის ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას გარდაბნის ეროვნულ პარკში.

    თბილისში, რესპუბლიკის მოედანიდან გაემგზავრებით მანქანით, რომელიც მიგიყვანთ გარდაბნის ეროვნულ პარკში. იქ დაგხვდებათ მყუდრო გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს უსაფრთხო და თავგადასავლებით სავსე ტურზე ველურ ბუნებაში. ეროვნულ პარკში ბინადრობს შველი, ირები, გარეული ღორი, მგელი, მაჩვი და უამრავი სახეობის ფრინველი. 

    საცხენოსნო მარშრუტი გაკეთებულია უზარმაზარი ხეებით დაფარულ ტყის მასივში და თქვენ აღმოჩნდებით ზღაპრულ გარემოში. როდესაც ცხენით გადაადგილდებით ხელუხლებელ ველურ ბუნებაში ვიწრო ბილიკით,  ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს დროში მოგზაურობთ და ახლა ოცდამეერთე კი არა, ადრეული შუა საუკუნეებია. ბილიკი გრძელდება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და შემდგომ ისევ ტყის გავლით ბრუნდება რანჩომდე.

    ტურის დასრულების შემდეგ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობებში, ითამაშოთ ბილიარდი, სამაგიდო თამაშები ან უბრალოდ დაისვენოთ ტბის პირას და გადაიღოთ ლამაზი ფოტოები. ბოლოს კი უგემრიელესი სადილითა და ღვინით გაგიმასპინძლდებით, რის შემდეგაც ჩვენი მძღოლი დაგაბრუნებთ თბილისში შეხვედრის ადგილამდე.

    მსგავსი ტურები