×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
  • horsetours

    I ადგილი - Horsetours.ge • საცხენოსნო ტურები 

    კომპანიის თანადამფუძნებელია ანა ნადირაძე. მეწარმემ 2021 წელს შექმნა საცხენოსნო პლატფორმა, რომელიც ტურიზმში ინოვაციურობის კომპონენტის დანერგვას უკავშირდება. ერთი მხრივ, Horsetours საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლებს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმის ვირტუალური ტურის გამოყენებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სრულად შეისწავლოს გასავლელი მარშრუტი.

    II ადგილი - BiserNati / ბისერნათი

    ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი ნათია ბედენაშვილია. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

    სტატიის ავტორი ქალები მომავლისთვის, 2022-12-18